თეგი: იუსტიციის სახლი

მაისიდან პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის აღება ძვირდება

პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ფასი იზრდება. შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა. 1-ელი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ეღირება, ხოლო ID ბარათის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი. რაც შეეხება დაჩქარებულ გაცემას, საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი დაუჯდება, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, ხოლო მეხუთე დღეს - 180 ლარი. პირადობის მოწმობის იმავე დღეს გაცემის საფასური 150 ლარი იქნება, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი.  

ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური დღეიდან გაძვირდა

ბიომეტრიული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ღირს, ID ბარათის - 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი. პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების ფასი იზრდება. შესაბამისი დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა. რაც შეეხება საბუთის დაჩქარებულ გაცემას, საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი დაუჯდება, მეორე დღეს - 300 ლარი, მესამე დღეს - 225 ლარი, ხოლო მეხუთე დღეს - 180 ლარი. პირადობის მოწმობის იმავე დღეს გაცემის საფასური 150 ლარი იქნება, მეორე დღეს - 120 ლარი, მესამე დღეს - 100 ლარი, მეხუთე დღეს - 80 ლარი.

დღეიდან, ქორწინების რიტუალის ჩატარების ღირებულება იზრდება

დღეიდან, პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში, ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.   საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი 135 ლარი. მანამდე იმავე მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი, ჩვეულებრივ დღეებში კი 90 ლარი ღირდა. ამასთან, სერვისების სააგენტოს ფილიალს გარეთ ქორწინების რეგისტრაცია 170 ლარი ღირდა, დღეიდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.   

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში, სადაც ასევე განთავსებულია ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი, ევაკუაცია გამოცხადდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შენობაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ არსებობს ეჭვი, გაკეთებული შეტყობინების შინაარსისიდან გამომდინარე. შენობა თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1-ში მდებარეობს. ამ შინაარსის შეტყობინება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არაერთხელ შესულა, რომელიმე მათგანში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.    

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება 17:00 საათიდან, ამავე ფილიალის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდანაა შესაძლებელი. მომხმარებელს მომსახურების მიღება, ასევე, თბილისის ვარკეთილისა და თბილისის გლდანის იუსტიციის სახლებში შეუძლია. თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში ევაკუაცია ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. იუსტიციის სახლის განცხადებით, პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, თანამშრომლები შენობისგან დაშორებულ, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. „სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე,“ნათქვამია იუსტიციის სახლის ინფორმაციაში. განახლება: თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს, 09:00 საათიდან განაახლებს მუშაობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს (24 საათი).  

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

იუსტიციის სახლებში რამდენიმე სერვისის მიწოდება შეფერხებულია, რის მიზეზადაც ტექნიკური ხარვეზი სახელდება. „გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. აღდგენის შემდეგ იუსტიციის სახლი მუშაობას სამუშაო საათების შემდეგაც, 23:00 საათამდე გააგრძელებს, რათა მომხმარებლებმა, რომლებიც ხარვეზის გამო შეფერხდნენ, მომსახურების მიღება შეძლონ,“ წერია იუსტიციის სახლის განცხადებაში.